Ƶ

სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის პოლონეთში, იოანე პავლე მეორის ბიალა პოდლასკას სახელმწიფო უნივერსიტეტში!

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის პოლონეთში, იოანე პავლე მეორის ბიალა პოდლასკას სახელმწიფო უნივერსიტეტში!

ხუთშაბათი, 19 დეკემბერი, 2024

აჩვენე კალენდარზე

აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე პოლონეთში, იოანე პავლე მეორის ბიალა პოდლასკას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • Ҵ-ს აკადემიურ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
  • 275 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • პასპორტის ფოტო
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (teaching);

შერჩების კრიტერიუმები:

Ҵ-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

ხანგრძლივობა - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 26 დეკემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: “იოანე პავლე მეორის ბიალა პოდლასკას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიური პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა