Ƶ

რატომ Ƶ?

რატომ Ƶ?

ამერიკული განათლება საქართველოში

უმაღლესი განათლების უმაღლესი სტანდარტი


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (Ƶ) 2005 წლიდან ემსახურება განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, კონკურენტუნარიანი პროფესიონალებისა და წარმატებული პიროვნებების ჩამოყალიბებას.

Ƶ აერთიანებს 2,000-მდე სტუდენტსა და 250-მდე ლექტორს 5 სხვადასხვა ფაკულტეტზე:

Ƶ გამოირჩევა ინოვაციებით, მათ შორისაა რაოდენობრივი ფინანსების (QUANTS) პროგრამა და ბიზნესის ანალიტიკის მძლავრი კომპონენტი მარკეტინგის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით, პირველი იურიდიული კლინიკა საქართველოში, ულტრათანამედროვე IT ლაბორატორია - , პროფესიული ინგლისური ენის სწავლება ყველა ფაკულტეტზე, სხვადასხვა სტარტაპ პროგრამები და კონკურსები.

Ƶ-ს ადგილმდებარეობა, თანამედროვე , გამწვანებული ეზო და ავტოსადგომი საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის კომფორტულ გარემოს ქმნის. Ƶ მუდმივად აუმჯობესებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და აღჭურვილობას, როგორიცაა მაგალითად Ƶ-ს კომპიუტერული ლაბორატორიები.


სწავლის საფასური

ბიზნესის სკოლა

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,600* ლარს.

სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა

სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,600* ლარს. 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამის წლიური გადასახადი შეადგენს 3,600* ლარს.

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა 

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 3,600* ლარი. 

ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 2,700* ლარი.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა და ლიბერალური განათლების სკოლა 

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 3,300* ლარი.

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 2,700* ლარი.

ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 2,400* ლარი. 

მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 2,700* ლარი. 

მედიცინის სკოლა 

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4,500* ლარს.


*გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.


გრანტ᳥ბი

Ƶ-ს სწავლის საფასური თითოეულ ფაკულტეტზე განსხვავდება. სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, მოპოვებული გრანტის თანხა აკლდება სწავლის წლიურ საფასურს ოთხი წლის განმავლობაში.

Ƶ-ში რამდენიმე ტიპის გრანტი და სტიპენდია მოქმედებს:

  • հგრანტის მიღება შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს, რომელიც აირჩევს Ƶ-ს ნებისმიერ ფაკულტეტს (დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის გარდა) და ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში მოწინავე 1,000 აბიტურიენტს შორის მოხვდება.
  • Ƶ-ს ყველა ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სემესტრული სტიპენდიები, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს სემესტრის საფასურს! ამისთვის საჭიროა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობა და მაღალი აკადემიური მოსწრება!
  • სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიური საუნივერსიტეტო სტიპენდია - 5000 ლარის ოდენობით.


პრǃესურა

Ƶ-ს გუნდი მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შედგება, რომლებიც ზედმიწევნით ფლობენ საგანს, აქვთ სამეცნიერო ნაშრომები ამ მიმართულებით და/ან არიან სფეროში მომუშავე მოწინავე პრაქტიკოს-პროფესიონალები.

გამოცდილი სტუდენტ᳥ბისთვის მეგობრულ ატმოსფეროს ქმნიან. Ƶ-ს პროფესორები ქართველ მეცნიერთა იმ მცირე რიცხვს განეკუთვნებიან, რომელთა სამეცნიერო სტატიებსაც საერთაშორისო რეცენზირებადი იმპაქტ-ფაქტორიანი ჟურნალები აქვეყნებენ. Ƶ-ს საპატიო დოქტორთა შორის არიან უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერები, აშშ-ისა და ევროპის ლიდერი უნივერსიტეტების პროფესორები. Ƶ-ში მოქმედ კვლევით ცენტრებში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ლექტორებთან ერთად სტუდენტებიც ეწევიან.

Ƶ-ს აკადემიური ფილოსოფია არსობრივად (Core value) გამოიხატება მცირერიცხოვანი (Small Classes)  ჯგუფების და არაიდეოლოგიზირებული (Ideology free) გარემოს შექმნაში. შესაბამისად, „” შეადგენს 8-ს, რომლითაც Ƶ აწესებს მაღალ სტანდარტს რეგიონში და ამით ევროპის საუკეთესო მაჩვენებლებსაც ედრება.


კარიერა


Ƶ-ს სტუდენტები და კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი დასაქმებულები არიან საქართველოსა და მსოფლიოს წარმატებული კერძო კომპანიებისა და საჯარო სტრუქტურების წამყვან პოზიციებზე.  ყოველწლიურად იზრდება.

Ƶ-ში მოქმედებს კარიერის ცენტრი, რომელიც სტუდენტებს მუდმივად უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული სტაჟირების პროგრამებისა და და ექსკლუზიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მართავს გადამზადების ტრენინგებსა და დასაქმების ფორუმებს. 

Ƶ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებს სამუშაოს მორგებულ სალექციო გრაფიკს სთავაზობს. პარალელურად სტუდენტებს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა Ƶ-ს სხვადასხვა სტრუქტურაშიც ეძლევათ.



გაცვლითი პროგრამები

Ƶ-ს სტუდენტებს  მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან სთავაზობს. სულ უფრო იზრდება ევროპისა და აშშ-ის წამყვანი , ასევე  რიცხვი, რომელთანაც Ƶ თანამშრომლობს. შედეგად სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ერთ ან ორ სემესტრიანი გაცვლითი პროგრამით, მიიღონ ამა თუ იმ ორგანიზაციის სტიპენდია და ეზიარონ, არა მხოლოდ საერთაშორისო განათლებისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოცდილებას, არამედ მრავალფეროვან კულტურულ და სოციალურ ურთიერთობებს.

გაცვლითი პროგრამები მოქმედებს Ƶ-ს აკადემიური გუნდისთვისაც, შესაბამისად, Ƶ-ს ლექტორები მუდმივად გადიან პრაქტიკას საერთაშორისო უნივერსიტეტებში, მეორე მხრივ კი, უცხოელი ლექტორები თავიანთ ცოდნას უზიარებენ Ƶ-ს სტუდენტებს!


სტუდენტური ცხოვრება

Ƶ-ს სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გეგმავენ და ახორცილებენ შემეცნებით, სპორტულ, გასართობ და საქველმოქმედო პროექტებს. Ƶ სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით არჩევს საჯარო ლექციებისა თუ სემინარების სპიკერებსაც და უნივერსიტეტის სტუმრები სხვადასხვა სფეროს აზრის ლიდერები, ექსპერტები, ახალგაზრდებისთვის საინტერესო ადამიანები არიან.  კი, მრავალფეროვანი  განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

Ƶ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში (CSR), ზრუნავს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე, როგორც იურიდიული, ისე მატერიალურ-ტექნიკური და სტუდენტთა მოხალისეობრივი აქტივობებით.

Ƶ-ში ფუნქციონირებს , რომელიც არის გარანტი იმისა, რომ სტუდენტთა უფლებები და თავისუფლებები არის სრულყოფილად დაცული.


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა