ენისა და კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ƶ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (ინსტიტუტი) – ენა და კულტურა ემსახურება ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, კულტურის, ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობასა და ამ სფეროთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას. ცენტრი აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს ენისა და აზროვნების, ენისა და საზოგადოების, ენისა და მენტალიზმის, ენისა და განათლების მიმართულებებით. სამეცნიერო კვლევების ინტერესთა სფეროს განეკუთვნება: ქართული ენა და მსოფლიო ენები, ქართული ენა და კავკასიური ენები, ქართული ენა და ინდოევროპული ენები; ენობრივი უნივერსალიები და ტიპოლოგიური კვლ᳥ვა ფონოლოგიურ, მორფოლოგიურ-სინტაქსურ და სემანტიკურ დონეთა გათვალისწინებით; ქართულ და ინგლისურ ენათა ტიპოლოგიური პარალელები; მონათესავე და ტიპოლოგიურად განსხვავებულ ენათა მოდელირების პრინციპები; ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია-სტანდარტიზაციის პრობლემები და თარგმანის ხელოვნება.
განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევების გაღრმავებას ეთნოფსიქოლოგიური ასპექტის წარმოჩენით, რაც ითვალისწინებს შემდეგი კომპონენტების ანალიზს:
- ეთნოლინგვისტიკა;
- ეთნოფსიქოლოგია ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში;
- ეთნოფსიქოლოგია და სახვითი ხელოვნება;
- ეთნომუსიკოლოგია;
- ეთნოფსიქოლოგია და ქართული ხალხური მედიცინა
- ეთნოფსიქოლოგია და ადათ-წესები;
- და სხვა.
ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგად მიღებული დებულება-თეზისები და საანალიზო-საილუსტრაციო მასალა აქტიურად გამოიყენება სწავლების პროცესში, რაც შემდგომ საფუძვლად უდევს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტთა საკურსო თუ საბაკალავრო ნაშრომებს.
ცენტრის ბაზაზე, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელმძღვანელობით, პრაქტიკას გადიან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტები. მათი მუშაობის შედეგები განიხილება საუნივერსიტეტო კონფერენციებზე.
ცენტრი პერიოდულად ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს და სემინარებს, სადაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად ცენტრის/ინსტიტუტის თანამშრომლები წარმოადგენენ საკუთარ კვლევებს.
ცენტრი ამზადებს და გამოსცემს პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიურ სამეცნიერო კრებულს – „ენა და კულტურა“ და სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი ჟურნალს – „ალმანახი“.
გაეცანით ენისა და კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულებას.
თამარ ვაშაკიძე
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი
tamarvashakidze@gau.edu.ge
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების და ლიბერალური განათლებისა სკოლის ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი; არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტ...
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების და ლიბერალური განათლებისა სკოლის ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი; არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი და ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი (1998 წლიდან დღემდე); რუბრიკის – „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ – ავტორი და მონაწილე („ერთსულოვნების“ ეთერი, გადაცემა „განთიადი“); სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა საბჭოს ქართული ენის ნორმალიზაცია-სტანდარტიზაციის ქვეკომისიის თავმჯდომარე.
წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-19 საშუალო სკოლა, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „წინავითარების სახელთა წარმოება ქართველურ ენებში“, ხოლო სადოქტორო – „ზმნის აღწერითი წარმოება ძველ ქართულში“. არის 140-ამდე ნაშრომის ავტორი, აგრეთვე – არაერთი საკანდიდატოდა სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი თუ ოპონენტი და საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი.
2011-2012 წლებში მომზადდა სილკნეტის პროექტი „საშინაო სკოლა“, რომელშიც წარმოდგენილია თ. ვაშაკიძის ვიდეოგაკვეთილები: ძველი ქართული ენა; ქართული ენისმორფოლოგია; ქართული ენის სინტაქსი; მონაწილეობს „რადიო-I“-ის (104,6) გადაცემაში „სიტყვა ქართული“; იყო კონსულტანტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემისა „სიტყვების თამაში“ (2014-2015).
თ. ვაშაკიძე არის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო სესიის მასალებისა და „ქართული სიტყვის კულტურის საკითხების“ რედაქტორი; „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“ რედკოლეგიის წევრი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულის – „ენა და კულტურა“ – რედაქტორი.
თ. ვაშაკიძე აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში (კონფერენციები, შემოქმედებითი საღამოები, კონკურსები...).
თ. ვაშაკიძე წერს და თარგმნის ლექსებს.