31 ოქტომბერს (2015) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ƶ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა Webfox-ის ტექნიკური მენეჯერის Iskandar Mammadov-ის ღია ლექცია.
ლექციის თემა იყო Webfox-ში მიმდინარე სამუშაო პროცესი, განსხვავებული ხედვა და მიდგომები.
ლექცია ინგლისურ ენაზე წარიმართა და მასზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იყო შესაძლებელი.