Ƶზიარე თანამედროვე ანბანთქება!
ჩვენი საამაყო პროექტი „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ თბილისში წარვადგინეთ. 15 ნოემბერს (2018) ბიბლუსის გალერეაში საკუთარი ტექსტები მწერლებმა და პოეტებმა წაიკითხეს, საღამო მუსიკალურად Ƶ-ს სტუდენტმა ლუკა ბადაგაძემ გააფორმა.
რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ გაფორმებული კრებულის პრეზენტაციას Ƶ-შიც ვგეგმავთ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორ გამომცემლობა Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L-ს, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ / Ƶ Ƶ-ში დაბადებული იდეა დღეს უკვე უნიკალურ ანთოლოგიად იქცა.