5 მაისს (2022) პიარსკოლაში ზამთრის კურსი დასრულდა. ტრადიციულ და სახალისო დიპლომების გადაცემის ცერემონიალს Ƶ-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, პიარსკოლის დამფუძნებლები, ლექტორები და მენტორები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო სტუდენტები, რომელთაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცათ. ცერემონიის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გაიჭრა ტორტი.
Ƶ თბილისის პიარსკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!