Pirate Summit-ის პროექტი Ƶ-ში - ჯეოლაბში ჩატარებული კონკურსი
პარასკევი, 03 ივლისი, 2015
წარმატებით ჩაიარა კიდევ ერთმა საინტერესო პროექტმა Ƶ-ში. პირველ ივლისს ჯეოლაბში ქართული სტარტაპებისა და პროგრამისტების შერჩევა გაიმართა. კონკურსი Ƶ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.&Բ;
მონაწილეებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები, რომელთაგან გამოვლინდა გამარჯვებული Virtual Technologies.
ეს ნამუშევარი მიზნად ისახავს რეალური სამყაროს ვირტუალურში გადატანას - Simulation of Things.
(Oculus Rift-ის გაამოყენებით და Unity ძრავაზე დაყრდნობით გამარჯვებული გუნდი აპირებს შექმნას პროგრამული პლატფორმა, რომელშიც სიმულირებული იქნება რეალური სამყარო, დაწყებული ბიოლოგიური, ფიზიკური თუ ქიმიური პროცესებით დამთავრებული მომხმარებლების მიერ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული საკუთარი სამყაროს შექმნის შესაძლებლობით.)
Ƶ ულოცავს გამარჯვებული გუნდის წევრებს - ვანგელის კონდრატევს, გიორგი როხაძეს, ნიკა სხულუხიასა და ვანო მესტიაშვილს - წარმატებას. ისინი პროექტს 2-3 სექტემბერს Pirate Summit-ზე კიოლნში უცხოელ პოტენციურ ინვესტორებს წარუდგენენ.