ლევან მელიქიშვილის ღია ლექცია - რა არის PHP და რატომ უნდა ვისწავლოთ ვებ პროგრამირება?
შაბათი, 19 სექტემბერი, 2015
19 სექტემბერს (2015) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ƶ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია სახელწოდებით:"რა არის PHP და რატომ უნდა ვისწავლოთ ვებ პროგრამირება?", რომელსაც უძღვებოდა ვებ დეველოპერი, ლევან მელიქიშვილი.
შეხვედრა გაიმართა ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, მომავლის პროფესიას დაეფლონ და გახდნენ პროგრამისტები სულ რაღაც 90 დღეში, ასევე შექმნან საკუთარი პროექტები.
სპიკერის რეგალიე:
ლევან მელიქიშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2009 წლიდან 2015 წლამდე მუშაობს კომპანია ლივინგსტონში, ვებ დეველოპერის პოზიციაზე. ახლო წარსულში უმუშავია საკმაოდ ბევრი ქართული კომპანიის ვებ პროდუქტებზე. მათ შორის შეიძლება გამოირჩეს wissol.ge და support.geocell.ge.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებულ პირისთვის იყო ხელმისაწვდომი.