დღეიდან ძალაში შევიდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი დღეს Ƶ-ში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და Ƶ-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მოაწერეს.
შეხვედრას Ƶ-ს ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანი ზაზა რუხაძე და თავდაცვის სამინისტროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი დაესწრნენ.
მემორანდუმის მიხედვით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევს სამხედრო და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც მუშაობის უნარი შეეზღუდათ ან დაკარგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, აგრეთვე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაშავების შედეგად.
ამასთანავე თავდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, რომლებიც მოამზადებენ დასკვნებსა და კვლევებს. იგეგმება ერთობლივი საჯარო ლექციები, სემინარები და შეხვედრები, რომლებშიც Ƶ-ს სტუდენტები ჩაერთვებიან.