სკოლა პანსიონმა აიბი მთიებმა ექსპრო ჯორჯიაში გამართა წლის შემაჯამაბელი ღონისძიება სახელწოდებით” თანამოქმედება მომავლისთვის”.
რომლის მიზანიც დამსწრე საზოგადოებისთვის, წლის განმავლობაში, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტების გაცნობა იყო.
Ƶ აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ პროექტში, კერძოდ აგრო-ბიზნესის განვითარების ნაწილში, სადაც Ƶ-ს ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტების ხელმძღვანელობით- ირაკლი ჭიღლაძემ (საოპერაციო და ექსპორტის მენეჯერი - Nuts Incorporated IIC-ში) და ნიკოლოზ პეტრიაშვილმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად წარადგინეს აგრო-ფერმის ბიზნეს გეგმა და აღნიშნული დარგის თანამედროვე გამოწვევები.
შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი, ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი- ნატო ტორონჯაძე და ამავე სკოლის აკადემიური მენეჯერი - მარია არქანია.