![](/storage/app/uploads/public/fd3/177/928/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
ენა და კულტურა - ამ თემით გაერთიანდა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში Ƶ-ში ჩატარებულ კონფერენციათა კიდევ ერთი ციკლი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლამ 25-26 სექტემბერი (2017) მთლიანად ამ საკითხებს მიუძღვნა.
მოხსენებები მოწვეულმა მეცნიერებმა, Ƶ-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა წარმოადგინეს. ამ თემების სიღრმისეული ანალიზი ხელს უწყობს როგორც მეცნიერების პოპულარიზაციას, ასევე საკუთარი იდენტობის, ენისა და კულტურის მრავალფეროვანი რაკურსით გაცნობიერებას.