![](/storage/app/uploads/public/52e/832/157/thumb__450_480_0_0_auto.png)
Ƶ არ წყვეტს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში წვლილის შეტანას! ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და კომპანია JEU Group-ის ერთობლივი პროექტი, Ƶსტარტაპე, 3 ივნისს დასრულდა. ორთვიანი მოსამზადებელი კურსის შემდგომ, ფინალი ჯეოლაბში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა გამოცდილი ჟიურის წინაშე წარადგინეს თავიანთი ბიზნეს იდეები. ღონისძიების მიწურულს, ჟიურის რჩეულ მონაწილეებს, ინვესტორი კომპანია JEU Group-ისგან გადაეცათ 7000, 5000 და 3000 ლარიანი საპრიზო ფულადი ჯილდო. პროექტის გამარჯვებული კი გახდა - Sharmin Siraj Khan, რომელსაც ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას. მაგრამ პროექტი მხოლოდ ამით არ დასრულებულა... უახლოეს პერიოდში JEU Group-ი პარტნიორობის მიზნით დაუკავშირდება პროექტის რჩეულ მონაწილეებს. Ƶ გისურვებთ წარმატებასა და იდეის განხორციელებას!