Ƶ

სიახლეები და ღონისძიებები

Ƶელების გამარჯვება Solution Challenge Hackathon-ზე!

Ƶელების გამარჯვება Solution Challenge Hackathon-ზე!

ოთხშაბათი, 27 დეკემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

Ƶ-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტების გამარჯვება Solution Challenge Hackathon-ზე!

Solution Challenge Hackathon-ი 7 უნივერსიტეტის Google Developer Student Clubs (GDSCs)-ის ორგანიზებით შექმნილი ჰაკათონია, რომელიც სტუდენტებისგან შექმნილ 15 გუნდს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის გარშემო აერთიანებდა.

Google Developer Student Clubs (GDSCs) არის გლობალური ქსელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანასა და 1900-ზე მეტ უნივერსიტეტის კლუბს აერთიანებს.

ჰაკათონზე Ƶ-ს საერთაშორისო პროექტების და განვითარების კონსულტანტმა, მარეხ გვარამაძემ, მონაწილე გუნდებისთვის საინფორმაციო სესია ჩაატარა, გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანზე, მათ მნიშვნელობასა და როლზე.

იდეიდან - პროექტის გენერირებამდე მიცემული 36 საათის შემდგომ მონაწილე გუნდებმა თავიანთი პროექტები დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე წარადგინეს, რომელთა შორის, Ƶ-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ვიცე-დეკანი, სალომე ღუდუშაურიც იმყოფებოდა.

ფინალურ ეტაპზე წარმოდგენილ იდეებს შორის, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი Hack Solvers, რომელთა იდეა მოიცავდა: გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 (მშვიდომა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები), მე-10 (შემცირებული უთანასწორობა) და მე-5 (გენდერული თანასწორობა) მიზანს.

ჰაკათონის განმავლობაში შემუშავებული საუკეთესო პროექტები Google-ს მასშტაბურ Solution Challenge-ში განაგრძობენ ასპარეზობას.

 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა