
გილოცავთ დედამიწის დღეს!
გვიხარია, რომ ამ თარიღს შესანიშნავი ამბით აღვნიშნავთ!
Ƶ-სა და პალიტრა მედიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ძალიან ბევრი სასარგებლო საქმის ერთად კეთებას ნიშნავს.
პირველი პროექტი კი სწორედ „მაკულიტერატურაა“ - გადარჩენილი ბუნება, გადარჩენილი წიგნები!
Ƶ პირველი უნივერსიტეტი იქნება, სადაც პალიტრა მედიასთან თანამშრომლობის ფარგლებში მწვანე ყუთი დაიდგმება და მაკულატურის შესაგროვებელი კუთხის გამოჩენასთან ერთად ყველანი მეტად დავფიქრდებით წიგნების, გარემოს გაფრთხილებაზე.
მემორანდუმს ხელი Ƶ-ს პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგილმა და პალიტრა მედიის კრეატიულმა დირექტორმა, მარიკა დარჩიამ საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე მოაწერეს, სადაც პროექტ „მაკულიტერატურის“ 4-წლიანი მუშაობა შეჯამდა.
Ƶფრთხილდით წიგნებს, Ƶფრთხილდით გარემოს,
Ƶფრთხილდით დედამიწას!