Ƶ

სიახლეები და ღონისძიებები

გახდი Ƶ-ელი - აბიტურიენტთა კვირეულის პირველი დღე

გახდი Ƶ-ელი - აბიტურიენტთა კვირეულის პირველი დღე

ოთხშაბათი, 09 მარტი, 2016

აჩვენე კალენდარზე

აბიტურიენტების კვირეულის პირველი სტუმრები Ƶ-ს 9 მარტს ეწვივნენ. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ბიზნესის, ასევე სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკǃების ლექციებს დაესწრნენ. 

პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა, ლექციები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. აბიტურიენტებმა უნივერსიტეტი Ƶ-ს ელჩებთან ერთად დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს Ƶ-ს პროგრამების, გადახდის ახალი სისტემისა და Ƶ გრანტის  შესახებ და საჯარო ლექციებზე დასწრების სურვილიც გამოთქვეს. Ƶ-ში ექსკურსიისას განსაკუთრებული მოწონება Ƶ ლაუნჯმა და კაფეტერიამ დაიმსახურა, რაც სტუდენტების განტვირთვის საუკეთესო ადგილია. 

„გახდი ერთი კვირით Ƶ-ს სტუდენტი“ 11 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეობისთვის საკმარისია ელექტრონული რეგისტრაციის გავლა:

შემოგვიერთდით და გამოსცადეთ Ƶ-ს სტუდენტობა თუნდაც ერთი დღით.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა