
5 მარტს, სხვადასხვა ფაკულტეტით დაინტერესებული აბიტურიენტები თავიანთ მომავალ დეკანებს, Ƶ-ს პრეზიდენტს და Ƶ-ს ელჩებს (სტუდენტებს) შეხვდნენ.
მათ ყველა კითხვაზე მიიღეს დეტალური პასუხი და Ƶ-ს პროგრამებთან ერთად გადახდის ახალი სისტემის, Ƶ გრანტის მოქმედების პრინციპს გაეცნნენ.
ინფორმატიკისა და ინჟინერიის ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის დამატებით გაიმართა ვორკშოფი „ვებ დეველოპმენტი” და სემინარის ფარგლებში ანდროიდის პლატფორმაზე დამზადდა აპლიკაცია.
შეხვედრების ბოლოს აბიტურიენტებმა დაათვალიერეს Ƶ და ყველა ფაკულტეტზე გათამაშდა Ƶ-ს სასწავლო ვაუჩერი.