Ƶ

სიახლეები და ღონისძიებები

მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი მორაგბეთა ფესტივალზე!

მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი მორაგბეთა ფესტივალზე!

სამშაბათი, 04 ივნისი, 2024

აჩვენე კალენდარზე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრისა და  საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით 6 დან 16-წლამდე მორაგბეთა ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 150 მოზარდი იღებდა.

ღონისძიების ფარგლებში, Ƶ-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრის თანამშრომელმა და ,,AHA-ს სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS)“-ის ტრენერმა გიორგი დარჯანიამ ფესტივალის მონაწილე მორაგბეებს პირველადი დახმარების ტრენინგი ჩაუტარა.

ფესტივალის მიზანი პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაციის გავცელება და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ƶ) მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი არის ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი და NAEMT-ის (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტექნიკოსთა ეროვნული ასოციაცია) ავტორიზებული სასწავლო ცენტრი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა