4 აპრილს, Ƶ-მ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. 25 სკოლის საუკეთესო მე-11 და მე-12 კალასელებმა Ƶ-ს შენობა დაათვალიერეს და საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ. მათ Ƶ-ში არსებული მიმართულებების, სპეციალობების, გაცვლითი პროგრამებისა და სასერტიფიკატო კურსების შესახებ ინფორმაცია Ƶ-ს დეკანებისა და სტუდენტებისაგან მიიღეს.
აბიტურიენტებს საკუთარი გამოცდილება Ƶ-ს კურსდამთავრებულებმაც გაუზიარეს. Ƶელებმა მათ მისცეს რჩევები, თუ როგორ უნდა დაგეგმონ გზა წარმატებული კარიერისაკენ და რა უპირატესობები აქვს უმაღლესი განათლების Ƶ-ში მიღებას.
შეხვედრის ბოლოს კი ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდა 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომლის მფლობელებიც მეგი ინწკირველი და 35-ე სკოლის მოსწავლე ელენე გოგოლაძე გახდნენ.