პროექტის „მოსამზადებელი კურსები ტურიზმში“ პრეზენტაცია და საინფორმაციო სესია!
პარასკევი, 26 ივლისი, 2024
2024 წლის 1 ივლისს, თბილისში, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, სასტუმრო მუზეუმის საკონფერენციო სივრცეში, (Ƶ) პროექტის „მოსამზადებელი კურსები ტურიზმში“ პრეზენტაცია და საინფორმაციო სესია ჩაატარა.
ღონისძიება Ƶ-ს პრეზიდენტმა რ.მაიკლ ქაუგილმა და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ დირექტორის მოადგილემ, საბა სარიშვილმა, გახსნა. ღონისძიების დასაწყისი პროექტის მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ტურიზმის სექტორში უნარების დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
ხოლო პროექტის ინდუსტრიის ექსპერტმა, მარიამ გუჯაბიძემ და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) ხელმძღვანელმა, ნატალია კვაჭანტირაძემ, სექტორის საჭიროებებზე ისაუბრეს, რის შედეგადაც უნივერსიტეტსა და ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტის, მისი მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ პროექტის მენეჯერმა და Ƶ-ს კვლევის განვითარების და ხელშეწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა - ანა ჩორგოლაშვილმა ისაუბრა, ხოლო პროგრამის ხელმძღვანელებმა წარუდგინეს დამსწრეებს შექმნილი სასტუმროს მენეჯმენტის, ღვინის ტურიზმის, ტურ-ოპერირებისა და საქმიანი ტურიზმის, სტრატეგიული ბრენდინგისა და ტურიზმის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსები.
ღონისძიება გაგრძელდა პროექტის პარტნიორების, სასტუმრო მუზეუმისა და კავკასუს თრეველის წარდგენით. აღნიშნულ პარტნიორებთან Ƶ-მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც ხაზი გაესვა კერძო სექტორის მხარდაჭერას და კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბისთვის დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
დასასრულს, მსმენელებს ჰქონდათ შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმით მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო პროგრამების, რეგისტრაციებისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით.