„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ პრეზენტაცია Ƶ-ში
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი, 2015
19 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებს "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი'' პირადად გააცნო.
მან ახალგაზრდებს განუმარტა, თუ რა სიახლეებია 18 წლამდე მოზარდების საქმეების გამოძიების კუთხით; რა მიდგომები ინერგება დაზარალებული, მოწმე და ბრალდებული ბავშვების მიმართ.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით'' ჩნდება ახალი მიმართულებები პროფესიებში. კოდექსის ამოქმედების მომენტიდან არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები შეძლებენ. მინისტრის მოადგილემ მომავალ ახალგაზრდა პროფესიონალებს ურჩია, დაინტერესდნენ ამ შესაძლებლობით და საკუთარი წვლილი შეიტანონ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის'' სრულყოფილად ამოქმედებაში.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის'' მიზანია, მოზარდებს მათზე ორიენტირებული მართლმსაჯულებით მოეპყროს და უაღრესად ჰუმანური მიდგომები დააწესოს ბრალდებულ, დაზარალებულ და მოწმე მოზარდებზე და უკიდურეს შემთხვევაში დააკისროს სასჯელი. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
Ƶ-ს სტუდენტებს ამ თემაზე მალე იუსიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად შეხვდება.