![](/storage/app/uploads/public/f16/c41/637/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
ეროვნული ბანკის საჯარო ლექცია Ƶ-ში! (14.06.23)
Ƶ-ს კარიერის ცენტრი კვლავ აგრძელებს შესაძლებლობების შექმნას შენთვის, რათა იპოვო, დაინახო კავშირები და იმოქმედო ზეგავლენამდე!
სწორედ ამიტომ, Ƶ-ში საქართველოს ეროვნულ ბანკს ვუმასპინძლეთ საჯარო ლექციით,თემაზე: ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლება".
ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის ლექციებიც ეროვნული ბანკის ფუნქციების, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის და რეგიონში არსებული გამოწვევების, ასევე გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების, მდგრადი დაფინანსებისა და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხების განხილვას ეთმობა.