ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (Ƶ) უპრეცედენტო პროექტს ჩაუყარა საფუძველი.
Ƶ საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, რომელიც აკადემიური პროგრამის პარალელურად სტუდენტებში ე.წ. “mindful studies” დანერგვას იწყებს.
ახალი ხედვა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს მომზადებულები და თავდაჯერებულები შეხვდნენ.
- კომპლექსური პრობლემების ამოხსნა
- კრიტიკული აზროვნება
- შ᳥მოქმედებითǃა&Բ;
- ადამიანების მართვა - ქოუჩინგი
- გუნდთან კოორდინაცია
- ემოციური ინტელექტი
- ანალიტიკისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- სერვისზე ორიენტირებულობა
- მოლაპარაკებები და ცნობიერების მოქნილობა
ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც Ƶ, ინოვაციური პროექტის ფარგლებში, კიდევ უფრო აქტიურად და მიზანმიმართულად იმუშავებს.
ადევნეთ ჩვენს გვერდს თვალი: პროექტი ზაფხულში იღებს სტარტს!