Ƶ

სიახლეები და ღონისძიებები

ლაშა ლაკირბაიას ღია ლექცია - რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება და რა ხდება სილიკონის ველზე?

ლაშა ლაკირბაიას ღია ლექცია - რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება და რა ხდება სილიკონის ველზე?

ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

21 სექტემბერს (2015) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ƶ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია სახელწოდებით:"რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება და რა ხდება სილიკონის ველზე?", რომელსაც უძღვებოდა Software Engineer-ი, ამერიკიდან ჩამოსული ლაშა ლაკირბაია.

შეხვედრა გაიმართა ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, მომავლის პროფესიას დაეფლონ და გახდნენ პროგრამისტები სულ რაღაც 90 დღეში, ასევე შექმნან საკუთარი პროექტები.

სპიკერის რეგალიე:
ლაშა ლაკირბაიამ კომაროვის 199-ე ფიზიკა/მატემატიკური სკოლა დაამთავრა. მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე აქვს აღებული 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრი. სტუნდეტობისას მონაწილეობდა საერთაშორისო გუნდურ სტუდენტურ ოლიმპიადაზე ალგორითმებში(ACM), 3-ჯერ გახდა ნახევარფინალის მონაწილე.

2013 წელს რამდენიმე თვით მუშაობდა კომპანიაში VMware, software engineer intern-ის პოზიციაზე. ამჟამად, კომპანიაში Rocket Fuel, გახლავთ software engineer.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებულ პირისთვის იყო ხელმისაწვდომი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა