![](/storage/app/uploads/public/8c2/f7c/f40/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
Ƶ-ს შიდა სტუდენტური ტურნირი კალათბურთში დასასრულს უახლოვდება.
2018 წლის Ƶ-ს სტუდენტური ოლიმპიადა კალათბურთის შიდა ტურნირით დაიწყო. სულ მონაწილეობა შვიდმა გუნდმა მიიღო. კენჭისყრის შედეგად გუნდები A და B ჯგუფებში გადანაწილდნენ, რომლის მიხედვითაც ფინალისტები უნდა გამოვლენილიყვნენ.
ტურნირს სპორტულ ინტრიგას მატებდა ის ფაქტი, რომ გუნდები ფაკულტეტების მიხედვით იყვნენ დაკომპლექტებულები. თამაშები 11 მარტს დაიწყო.
ჩატარდა ჯგუფური შეხვედრები და ფინალისტებიც გამოვლინდნენ: Bormental (BBA) VS Mentality (Engineering)
ფინალი გაიმართება 1 აპრილს, საღამოს 8 საათზე, Zaza Pachulia Basketball Academy-ში.
უგულშემატკივრეთ თქვენს გუნდს!
მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ!
წარმატებას ვუსურვებთ ფინალისტებს!