7-8 ნოემბერს (2015) Google–ის დეველოპერების ჯგუფის ყოველწლიური ფესტივალიٱ𱹴ڱსაქართველოში ჩატარდა. ღონისძიებას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ƶ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლამ და ჯეოლაბმა უმასპინძლეს.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური IT ღონისძიება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში მოეწყო და მან საერთო ჯამში 30, 000-ზე მეტი დეველოპერი გააერთიანა.
ორდღიანი დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყო:
• ჰაკათონი
•ვორქშოფ᳥ბი
• ღია ლექციები
• Women Techmakers Tbilisi
• გასართობი თამაშები
Devfest თბილისი 2015-ზე მოწვეული იყვნენ:
- Baris Yesugey - Google-ის წარმომადგენელი
- Oytun Eren Sengul - UI/UX ექსპერტი და ციფრული გამოცდილების კონსულტანტი
- Said Tahsin Dane - Google-ის ექსპერტი Android Development-ში.
Devfest თბილისი მესამედ გაიმართა და მთელი მსოფლიოს რუკაზე გაბნეული ანალოგიური ღონისძიებების განუყოფლი ნაწილი გახდა.