Ƶ

სიახლეები და ღონისძიებები

პირველკურსელთა გაცნობის დღე Ƶ-ში

პირველკურსელთა გაცნობის დღე Ƶ-ში

ოთხშაბათი, 12 სექტემბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

12 სექტემბერს (2018) Ƶ-ში პირველკურსელთა ტრადიციული მიღება გაიმართა. მორთული ეზო, Ƶბენდის ცოცხალი მუსიკა, პრეზიდენტის რ. მაიკლ ქაუგილის მისალმება, მხიარული განწყობა, საზეიმო ტორტი, ბრენდირებული საჩუქრები და სიურპრიზები - ეს ის დეტალებია, რომლებიც რეგისტრაციის დღესა და პირველ შთაბეჭდილებას პოზიტიურ მოგონებად აქცევს. ყველაზე მთავარი კი ახალი Ƶელების მოღიმარი სახეები და მოტივირებული განწყობა იყო!

ამ დღეს ყოველთვის მოუთმენლად ველით, მადლობას ვუხდით ჩვენს სტუდენტებს, Ƶ PR კლუბის წევრებს. ეს ის Ƶელები არიან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ Ƶ-ში გამართულ ყველა ღონისძიებაზე და დიდი წვლილი შეაქვთ Ƶ-ს საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებაში. მათი დამსახურებით Ƶ-ში ყოველი დღე უფრო და უფრო ლამაზდება. განსაკუთრებული მადლობა კი Ҵბ᳥ნდს, რომელიც Ƶ-ს გულია! ყოველ ღონისძიებას სასიამოვნო მუსიკით აფორმებენ.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა Ƶ ომბუდსმენიც. მან პირველ კურსელებს გააცნო ომბუდსმენის ინსტიტუტის ფუნქციების შესახებ ზოგადი ინფორმაცია, მისი როლი სტუდენტურ ცხოვრებაში და პროცედურული საკითხები.

დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერს მეტრომარტს, Metromart • მეტრომარტი რომელიც ღონისძიების სპონსორი გახლდათ. მათ დააჯილდოვეს თითოეულ ფაკულტეტზე უმაღლესი ქულებით ჩარიცხული სტუდენტები.

უკვე Ƶელებო, გისურვებთ აგისრულდეთ ყველა ის სურვილი, რომელიც ჰელიუმის ბუშტებით Ƶშვით ჰაერში და გახსოვდეთ, ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა