![](/storage/app/uploads/public/9c6/fd6/bb3/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
12 მაისს (2018) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (Ƶ) გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“.
ტურნირზე წარმოდგენილი იყო Ƶ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ცხრა გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები ღირსეულ კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს, ტურნირის ბოლოს გამოვლინდა ტოპ სამი გუნდი, რომელთაც გადაეცათ ჩვენი სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრები და Ƶ-ს სერტიფიკატები. ჩვენ ვულოცავთ "ვიცი"-სა და "Night Owls"-ს ტოპ 3 გუნდში მოხვედრას.
გამარჯვებულ გუნდს - "314"-ს კი ამასთანავე, მიენიჭა საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მონაწილის საგზური. ჩვენ ვულოცავთ მათ Ƶ-ს ჩემპიონის ტიტულს და წარმატებას ვუსურვებთ უკვე გარესაუნივერსიტეტო ჩემპიონატში.
ასევე უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორებს: