თეატრი Ƶდასი მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი "ნიღაბი 2018"-ის მონაწილეა.
7 დეკემბერს (2018) Ƶდასმა ფესტივალზე ჟან-ბატისტ მოლიერის კომედია "სიყვარული კურნავს" წარმოადგინა.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ƶ) თეატრალური დასის მსახიობებმა ფესტივალის ფარგლებში 2 ნომინაცია და 1 გამარჯვება მოიპოვეს.
- ნომინაციაში ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაჯილდოვდა თეატრი Ƶდასის მსახიობი, ანანო ციცვიძე.
- ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინაცია მიიღო თეატრი Ƶდასის მსახიობმა, ქეთი კურტანიძემ.
- ნომინაციაში მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინაცია მიიღო თეატრი Ƶდასის მსახიობმა, ზურა ჭაფოძემ.
ჩვენ ვულოცავთ Ƶდასს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს თეატრალურ სამყაროში და წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ წევრს.