
18 ივლისს (2018) Ƶ ესპანური ცენტრის Iberia-ს კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა Ƶ-ში.
ესპანური კურსის პირველი გამოშვება საზეიმო ვითარებაში ჩატარდა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს Ƶ-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, ესპანური ცენტრი Iberia-ს წარმომადგენლები და ლექტორები ესწრებოდნენ. მოწვეული სტუმარი კი გახლდათ დათო ტურაშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დიპლომების გადაცემაში და ყველა სტუდენტს საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნები, ავტოგრაფით.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა 2 საუკეთესო სტუდენტი, რომლებსაც გადაეცათ საგზური ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. ესპანეთში ყოფნის ხარჯებს სრულიად ფარავს მასპინძელი ორგანიზაცია - ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი Iberia.