ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით, 30 წელზე მეტია ფუნქციონირებს და წელიწადში ჩატარებულ 400-მდე ღონისძიებაში 35.000-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საქართველოში უკვე 10 წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში მათი ორგანიზებით არაერთი ღონისძიება გაიმართა.
გორის რეგიონულმა შესარჩევმა კონფერენცია 2019-მა 2019 წლის 29 ივნისი - 1 ივლისის დროის პერიოდში საქართველოს ისტორიულ ქალაქ გორში დაახლოებით 10 ევროპული ქვეყნიდან 90 მონაწილეს უმასპინძლა. Ƶ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი პირველი პარტნიორობა თელავის კონფერენციის ფარგლებში შედგა. 29 ივნისსს გახსნის ცერემონიაზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ƶ) პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათთვის პრეზენტაცია გამართა თემაზე Business Communication in Digital Age.
გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ღონისძიება, რომელსაც Ƶ-მ დამატებითი კომპონენტი შესძინა და ახალგაზრდა პარლამენტარებს Giffer-ით სამახსოვრო მომენტების დაფიქსირების შესაძლებლობა მისცა.
რეგიონული შესარჩევი კონფერენცია 2019-ის მთავარი მიზანი გახლდათ ახალგაზრდების მოტივირება და საერთაშორისო კულტურათაშორისი დიალოგის, ტოლერანტობის და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.