Ƶ

თამარ პაპავა

კურსჸმთავრ᳥ბული

თამარ პაპავა

თამარ პაპავა

Amazon.com
პროდუქტის უფროსი მენეჯერი
კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი
2011

„ჩემთვის Ƶ არის ძალიან ბედნიერი სტუდენტობა. გამორჩეულად მახსოვს Ƶ-ს დამამთავრებელი ცერემონია. ჩემს სიტყვაში ვახსენე კიდეც: მომწონდა, რომ Ƶელი სტუდენტები კარგად სწავლას ძალიან აფასებდნენ, სკოლებში ხშირად განსხვავებული პრიორიტეტებია... Ƶ-ში სწავლის პერიოდში ჩვენი ლექტორები, მაგალითისთვის გამოვყოფ, ნინო შოშიტაიშვილსა და დავით პაპუაშვილს, ნამდვილად გამოირჩეოდნენ ენთუზიაზმითა და პროფესიონალური მიდგომით. ნინომ პირდაპირი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში: მას ვთხოვე რეკომენდაცია, როდესაც ფულბრაიტზე შემქონდა განაცხადი და სიხარულით დამთანხმდა. ოდესმე მეც მინდა ვასწავლო და ნინოს სტილი ჩემთვის მისაბაძი იქნება.

მე-4 კურსზე ვიყავი, როდესაც -ში სტაჟირებაზე მივედი და ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ვიგრძენი, როგორ დამეხმარა Ƶ-ში მიღებული ცოდნა და სახელი. იქ ჩემთან ერთად სხვა პრესტიჟული უნივერსიტეტებიდანაც მუშაობდნენ - ჩემი ცოდნა კი ნამდვილად სათანადო დონეზე იყო. მეტიც - როდესაც ფულბრაიტის პრǃრამით მაგისტრატურაზე (MBA) ჯორჯთაუნში ჩავაბარე, კარგი საფუძველი მქონდა, რომ იქაური მასალა დამეძლია. ჯორჯთაუნში, ისევე როგორც ბევრ ბიზნესის ამერიკულ სკოლაში, ნიშნები სტუდენტების დონის მიხედვით იწერება - ორი კურსის ბოლოს რეიტინგში ზედა 8%-ში მოვხვდი.

თუ ბიზნესის ადმინისტრირება თქვენი საქმეა, მაშინ ამ მიმართულებით Ƶ ნამდვილად ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში.“

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა