თაკო აზარიაშვილი
თაკო აზარიაშვილი
„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ƶ) ბიზნესის სკოლა 2015 წელს დავამთავრე. Ƶ-ში გატარებული ოთხი წელი ნამდვილად გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემი კარიერისთვის. ამერიკულ სტანდარტებზე მორგებულმა სასწავლო მასალებმა და სწავლების სტილმა დიდი გავლენა მოახდინა ცოდნის გაღრმავებაზე და საჭირო უნარების განვითარებაზე. Ƶ ასევე გამოირჩევა სტუდენტების განვითარებაზე ზრუნვით.
ჩემი სწავლის პერიოდში ხშირად იმართებოდა შეხვედრები სხვადასხვა სექტორის ბიზნეს ლიდერებთან. პირველი სამსახური მესამე კურსზე დავიწყე მარკეტინგის დეპარტამენტში ერთ-ერთ წამყვან საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში. ამჟამად, ვმუშაობ სოკარ ენერჯი ჯორჯიაში, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში მენეჯერულ პოზიციაზე. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარ-ჩვევები დღემდე მეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. Ƶ არის ადგილი, სადაც სტუდენტებს პროფესიონალ ლექტორებთან და კარგად ორგანიზებულ ლექციაზე შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება."