Ƶ

სოფიკო არაბული

კურსჸმთავრ᳥ბული

სოფიკო არაბული

სოფიკო არაბული

დოიჩე ბანკი
საკრედიტო რისკების რეპორტინგის სპეციალისტი
კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი
2013

„2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა ფინანსების განხრით. Ƶ სხვა უნივერსიტეტებისაგან გამოირჩევა სწავლების ხარისხით, კვალიფიციური კადრებით, ამერიკულ სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლების პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით. ასევე, Ƶ გაძლევთ ინგლისურენოვან განათლებას და ენის ამ დონეზე ცოდნა თქვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია.

ბაკალავრიატზე სწავლის წლებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი ცხოვრება. არასოდეს დამავიწყდება გამოცდების ციებ-ცხელება, გათენებული ღამეები და შემდეგ ის სიხარული, რაც მაღალი ქულების აღებას მოსდევდა ხოლმე. გარდა ამისა გავხდი გაუს შიდა სტიპენდიანტი, რაც ორმაგად მოტივაციას მაძლევდა მაღალი აკადემიური მოსწრება მქონოდა. Ƶ იყო ის ადგილი, სადაც ყოველთვის მიხაროდა მისვლა, სადაც მხვდებოდნენ ჩემი მეგობრები, ვატარებდით ძალიან კარგ დროს და ამავდროულად ვიღებდით ისეთ ცოდნას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს წარმატებაში.  სწორედ ამ მიზეზით გადავწვიტე მაგისტრატურა ისევ Ƶ-ში გამეკეთებინა და არც ამ არჩევანში შევმცდარვარ. მაგისტრატურის ბოლო სემესტრში, ერასმუსის დაფინანსებით, გავემგზავრე იტალიაში, ინსუბრიის უნივერსიტეტში, სადაც გავლილი საგნები უპრობლემოდ ამიღიარდა საქართველოში და უმაღლესი შეფასებებით დავხურე კურსი.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაუს დიპლომი შეესაბამება ევროპის სტანდარტებს და 2018 წელს მისი აღიარება სრულიად მოხდა გერმანიის სახელმწიფოს მიერ. მე დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ბანკის, დოიჩე ბანკის (Deutsche Bank), საკრედიტო რისკების რეპორტინგის ჯგუფში ვარ. როდესაც გასაუბრებებს და შესარჩევ ტესტებს გავდიოდი, არც კი მჯეროდა, რომ მე - განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც სულ რამდენიმე თვის ჩასული იყო ბერლინში, ვაჯობებდი თვით გერმანელებსაც კი. მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ასეც მოხდა, რადგან გასაუბრების დროს დასმული კითხვები უმეტესად გაუში განვლილი ფინანსების თუ რისკ-მენეჯმენტის ირგვლივ იყო.  დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი წარმატება და საერთაშორისო ბაზარზე ჩემი კონკურენტუნარიანობა სწორედ Ƶ-ს დამსახურებაა. ამიტომაც ყველა აბიტურიენტს ვურჩევ აირჩიონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, რათა თავიანთ საქმეში გახდნენ პროფესიონალები, წარმატებულები და რაც მთავრია პერსპექტიულები.“

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა