Ƶ

შალვა ბუკია

შალვა ბუკია

თიბისი ბანკი
ბიზნეს სესხების ექსპერტი
კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი
2014

„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატი 2014 წელს დავამთავრე. Ƶ-ში მუდმივად ვინარჩუნებდი სტუდენტთა რეიტინგში ტოპ პოზიციებსა და 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ვსარგებლობდი.

2014 წლის იანვარში, პატივი მქონდა გავმგზავრებულიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად, . ამერიკაში 5 თვიანი სწავლის პერიოდში პარალელურად ვმუშაობდი მისურის შტატში ერთ-ერთ სახელგანთქმულ სასტუმროში, რომლითაც ნაწილობრივ ვფარავდი ჩემი სწავლის გადასახადს. ამერიკულმა სწავლის სისტემამ და იქაურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია ჩემს კარიერულ განვითარებასა და სამომავლო მიზნებზე.

Ƶ უმაღლესი დონის განათლებას სთავაზობს თავის სტუდენტებს. ამაში ამერიკაში სწავლის დროს განსაკუთრებით დავრწმუნდი, რადგან Ƶ-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დამეხმარა საზღვარგარეთ წარმატების მიღწევაში.

გარდა ამ ყველაფრისა, Ƶ-ს უპირატესობა არის ის, რომ სტუდენტებს სწავლის პარალელურად მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ, მიიღონ სამუშაო გამოცდილება. ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ სტაჟირებების გავლა პირველი კურსის ბოლოდან დავიწყე - თავდაპირველად ამერიკის საელჩოში, სადაც ხუთი თვის განმავლობაში უამრავ სიახლეს გავეცანი, გამოვიმუშავე სხვადასხვა უნარები. ამერიკის საელჩოდან კი Ƶ-ს ერთ-ერთი ლექტორის რეკომენდაციით ფინანსურ დეპატრამენტში გავაგრძელე სტაჟირება. Ƶ-ში მიღებული ცოდნა აქაც ძალიან დამეხმარა რთული ფინანსური ოპერაციების დამუშავებასა და ანალიზში.

Ƶ-ში ჩაბარებას ვურჩევდი ყველას ვისაც სურს, რომ შეიძინოს დასავლური სტანდარტების ცოდნა, რომელსაც აქტიურად გამოიყენებს თავისი საქმიანობის ფარგლებში. Ƶ-ში სწავლა ნამდვილად ფასდება.  

ამჟამად ვმუშაობ SME ბიზნეს სესხების ექსპერტად.“

 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა