Ƶ

ნინო კვინიკაძე

კურსჸმთავრ᳥ბული

ნინო კვინიკაძე

ნინო კვინიკაძე

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიურო
მთავარი ბუღალტერი
კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი
2012

„2008 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში. ბაკალავრიატზე ფინანსების მიმართულებით 4 წლიანი საფუძვლიანი სწავლის შემდეგ გადავწყვიტე გამეღრმავებინა ცოდნა და კვლავ Ƶ-ში გავაგრძელე მაგიტრატურაზე სწავლა.

ბაკალავრიატის მე-3 კურსზე უკვე მქონდა მიღებული იმ დონის განათლება, რომ დამეწყო მუშაობა სერიოზულ კომპანიაში, სადაც შევძლებდი წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები და ფონდში "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (საქართველოს წარმომადგენლობა) მუშაობა აღმოჩნდა უდიდესი ტრამპლინი ჩემი მომავალი კარიერისთვის. ამჟამად კი ვმუშაობ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) საქართველოს ფილიალის თბილისის პროექტთა ბიუროს მთავარ ბუღალტრად.

Ƶ-ში გატარებული 4 წელი დაუვიწყარი სტუდენტური წლებით მართლაც, რომ საუკეთესო იყო ჩემთვის. ხელს გვიწყობდა ყველა, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ასევე ლექტორები, ჯგუფები კი დაკომპლექტებული იყო დონის მიხედევით, რაც, ვფიქრობ, მოტივაციის შენარჩუნებისა და ცოდნის ეფექტიანად შეძენის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. პირველობის სურვილი ძალიან დიდია და ამისთვის ყოველდღიური მუშაობაა საჭირო, რადგან რთულია აჯობო სხვებს, რომლებიც ასევე თავდაუზოგავად შრომობენ. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უკვე მზად ხარ დაიწყო მუშაობა სერიოზულ კომპანიებში, ამისთვის მზად ხარ, რადგან უკვე პროფესიონალად ჩამოყალიბებული ხარ.

Ƶ-ს ბევრი მიზეზის გამო ვაფასებ, თუმცა განსაკუთრებით გამოვარჩევდი შემდეგს:

  • წიგნები, რომლებიც შეიცავენ ზუსტად იმ მასალას, რაც დაგჭირდება;

  • ლექტორები, რომლებიც მუდმივად მზად არიან დახმარებისთვის;

  • მომსახურე პერსონალი, რომელიც ზრუნავს, რომ სასწავლო წელი არ შეფერხდეს;

  • ლიდერობის სურვილი, რომელიც ნებისმიერ სტუდენტს უღვივდება Ƶ-ს კედლებში მოხვედრისას.

ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა თქვა უარი Ƶ-ში სწავლის გაგრძელებაზე? არასოდეს მინანია, რომ ამ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ამის გამო აბიტურიენტობის დროს აქ მოხვედრის უდიდესი სურვილით შთაგონებული ვმეცადინეობდი. Ƶ ჩემი მეორე სახლი გახდა, სადაც ყოველთვის ღიმილით დაგხვდებიან!“

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა