Ƶ

ზვიად კორძაძე

ლ᳥ქტǃები ზვიად კორძაძე

ზვიად კორძაძე

ასოცირებული პროფესორი

1994 წელს ზვიად კორძაძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 1998 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა (სპეციალობა: სისხლის სამართალი); ამჟამად არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ƶ) სამართლის დოქტორანი.

ზვიად კორძაძე საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ეწევა 1996 წლიდან. 1996 წლიდან 2003 წლამდე იგი იყო კს „კორძაძე და სვანიძე - ადვოკატების“ მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, 2003 წლიდან კი - კს „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორია. პარალერულ რეჟიმში ორი წლის განმავლობაში (2006-2008 წლებში) მას ეკავა ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის თანამდებობა.

საადვოკატო საქმიანობასთან ერთად ზვიად კორძაძე ეწევა საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობას და ჩართულია სხვადასხვა პროექტებში. 2014 წლიდან იგი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ƶ) ასოცირებული პროფესორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელია. კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საადვოკატო ეთიკასა და ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკაში. იგი არის შპს „ზვიად კორძაძის გამომცემლობა“-ს პარტნიორი, შპს „თბილისის სამართლის სკოლა“-ს მმართველი პარტნიორი და ჟურნალი „სითი მენი“-ს პარტნიორი.

ზვიად კორძაძე არის შემდეგი კრებულების სამეცნიერო რედაქტორი: ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონიკები (თბილისი, 2016 (გვ. 430)), იულიუს ჰაჩეკი, თანამედროვე  დემოკრატიის უფლება (თბილისი, 2016 (გვ. 147)) და ქართული სამართლის კლასიკა, წიგნი I (თბილისი, 2017 (გვ. 660).

ზვიად კორძაძე არის საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე; საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ჟურნალის მთავარი რედაქტორი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; თბილისის საარბიტრაჟო პალატას დამფუძნებელი, არბიტრი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წევრი; საქართველოს ხარისხის ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი, გამგეობის წევრი; საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის წევრი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამგეობის წევრი; ხელნაწერთა ინსტიტუტის მეგობართა საზოგადოების გამგეობის წევრი; თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს წევრი; საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის გამგეობის წევრი; საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ანტი-დოპინგური სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს სპორტული არბიტრაჟის არბიტრი.

1995 წლიდან 2006 წლამდე ზვიად კორძაძე იყო ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” გამგეობის წევრი; 1997-1998 წლებში - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებათა შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის წევრი; 2001 წელს - საქართველოს გენერალური პროკურატურის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი 2002 წელს - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2005-2006 წლებში - საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წევრი; 2006 წლიდან 2013 წლამდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 2011 წლიდან 2013 წლამდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის რედაქტორი, 2013-2015 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, 2010-2013 წლებში -საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭოს წევრი; 2010-2013 წლებში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, 2012-2016 წლებში - სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) გამგეობის წევრი; 2013-2017 წლებში - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის წევრი; 2016-2017 წლებში - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2017 წელს - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის წევრი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა