Ƶ

სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძე

ლ᳥ქტǃები სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძე

სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძე

sopho.kakaliashvili@gau.edu.ge

პათოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

ასისტ᳥ნტი

სოფიო კაკალიაშვილმა 1998 წელს წარჩინებით დაამთავრა  დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (აიეტი),  2010-2013 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებების მიმართულებით. 2012 წ. დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტის დიპლომირებული კურსი.  2010 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგში, გერმანიის კიბოს კვლევითი ცენტრის mtm laboratory კიბოს დიაგნოსტირების დიპლომირებული კურსი.

არის ლიცენზირებული ექიმი პათოლოგიური ანატომია/კლინიკური პათოლოგიის მიმართულებით.

1999-2010 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ასისტენტად; ჯოენის სამედიცინო ცენტრში უმცროს ექიმად; ქ. თბილისის მოზრდილთა და ბავშვთა პათოლოგიურ ანატომიურ ცენტრში ექიმად;  დიაგნოსტიკურ ცენტრ “ციტოგენში“ ექიმად;

2011 წელს დააფუძნა დიაგნოსტიკური ცენტრი „სინტეკჯორჯია“, ამ პერიოდში მან პირველმა განახორციელა საქართველოში საშვილოსნოს ყელის პრეკანცერული და ონკოლოგიური დაზიანების შესწავლა როგორც ქსოვილოვან, ისე ციტოლოგიურ მასალაში მორფოლოგიური და მოლეკულური ცვლილების საფუძველზე. კვლევის ეს არაინვაზიური, ობიექტური მეთოდოლოგია მიზნად ისახავდა რეპროდუქციული ასაკის ქალებში  საშვილოსნოს ყელის  სკრინინგთან დაკავშირებული ჰიპო/ჰიპერდიაგნოსტიკის,  არასაჭირო სამედიცინო ჩარევის და მასთან დაკავშირებული რეპროდუქციული თუ ფსიქოლოგიური პრობლემების შემცირებას  და პაციენტთა მართვის ხარჯთეფექტურობის გაუმჯობესებას.  გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილია კვლევის შედეგები. ამ მიმართულებით აგრძელებს კვლევით საქმიანობას.

2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა დიაგნოსტიკურ ცენტრ „ციტოგენს“, სადაც განაგრძობდა საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების კვლ᳥ვას მორფოლოგიური  და მოლეკულური თავისებურებების შესწავლით.  

2013-2014 წ. მუშობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში კონსულტანტად ჯანდაცვის საკითხებში, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მიმართულების წამყვან სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტი კლინიკური მიმართულების პროტოკოლისა და გაიდლაინის შემუშავების კორდინაციასა და რევიზირებაში.

2014-2016 წ მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, სოლიდარობის ფონდის პროგრამების მენეჯერად, ხოლო  2016- 2017 წლებში ფონდის აღმასრულებელ დირექტორად. საქმიანობა მოიცავდა ონკოლოგიით დაავადებული ბავშვების და მოზარდების ადვოკატირებას  მათთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.   

არის საქართველოს პათოლოგთა ასოციაციის, დტსუ-ს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის და City Cancer Challenge Tbilisi კიბოს ტექნიკური კომიტეტის წევრი.

1999 წ-დან დღემდე არის დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2014-2015წ  და 2020 წლებში იყო სამედიცინო აკადემიის მოწვეული ლექტორი. 2020 წ-დან დღემდე არის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პათოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.  

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა