Ƶ

მირიან ყენია

ლ᳥ქტǃები მირიან ყენია

მირიან ყენია

miriankenia@gau.edu.ge

ასოცირებული პროფესორი

მირიან ყენიამ წარჩინებით დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმი, მხატვრობის მიმართულებით. 2004-2006 წლებში იგი სწავლობა ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. 2015 წელს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, მიენიჭა განათლების ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ამჟამად, იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი.

მირიან ყენია არის მხატვარ-დიზაინერი, საფირმო სტილის, სარეკლამო ბანერების, რენდერების, 3D მოდელების ავტორი და შემსრულებელი, პროგრამების - 3D Studio Max, Corel Draw, Adobe Photoshop, Adobe Indesign, Adobe Illustrator, Adobe Premiere, Adobe After Effects, Pinacle Studio, Archicad-Autocad - სპეციალისტი.

მირიანი 2004 წლიდან მუშაობს სარეკლამო სფეროში, კერძოდ: ბეჭდვითი დიზაინის, სამგანზომილებიანი მოდელირებისა და ვიზუალიზაციის განხრით. მას აქვს სხვადასხვა კომპანიებში მუშაობის გამოცდილება თანამდებობებზე: გრაფიკული პროგრამების პედაგოგი, დიზაინერი, მთავარი დიზაინერი. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ კონკურსში, მათ შორის - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფლების მემორიალის შექმნა, ღვინის აღმართის რეკონსტრუქციის პროექტის შემუშავება და სხვა.  2011 წლიდან დღემდე იგი იკავებს ლექტორის პოზიციას სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მირიან ყენია 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სალექციო კურსებს უძღვება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (Ƶ). 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა