კახაბერ ურიადმყოფელი
![](/storage/app/uploads/public/59e/8b1/28c/thumb_1162_250_250_0_0_auto.jpg)
კახაბერ ურიადმყოფელმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა და სამაგისტრო პროგრამა. 2016 წელს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის სხვადასხვა სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი.
2009-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. 2012-2014 წლებში იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი. 2014 წლიდან არის სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, დირექტორთა საბჭოს წევრი და პროექტების მენეჯერი.